გადასვლა მთავარ კონტენტზე
განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია

21 ნოე 2026 · Sorgiti Admin

ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯეჯორას ხეობაში კალაპოტისა და ფერდობების მონიტორინგი მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯეჯორას ხეობაში კალაპოტისა და ფერდობების მონიტორინგი მიმდინარეობს
გააზიარეთ

ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯეჯორას ხეობაში, მდინარის კალაპოტისა და ფერდობების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაკვირვებას შპს „რეგიონალური განახლებადი ენერგიის კომპანიის“ დარგის სპეციალისტები აწარმოებენ.

პერიოდულად მოწმდება მდინარის კალაპოტისა და ხეობის ფერდობების მდგომარეობა. მდინარის ადიდების, მეწყრული პროცესების გააქტიურების, წყალდიდობის ან სხვა სტიქიური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში დაკვირვება ინტენსიურდება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხეობის იმ მონაკვეთებს, სადაც ბუნებრივმა პროცესებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასახლებულ პუნქტებს, საავტომობილო გზებსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას.

მონიტორინგის პროცესში გადაღებული ფოტო- და ვიდეომასალა არქივდება, რაც სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული მდგომარეობის შედარების და შესაძლო ცვლილებების დროული გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

კომპანიის განმარტებით, დაკვირვების შედეგები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ისე ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვისა და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია ოპერატიულად შეცვალოს სამუშაოების განრიგი ან გადაანაწილოს რესურსები, რათა შესაძლო ბუნებრივი საფრთხეების გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.

მდინარე ჯეჯორას ხეობაში მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და "სორგითი 1“ და „სორგითი 2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.

#გარემო #უსაფრთხოება