გადასვლა მთავარ კონტენტზე
განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია

09 ნოე 2026 · Sorgiti Admin

"განახლებადი ენერგიის რეგიონალურმა კომპანიამ" მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი მეშვილდიშვილი დააჯილდოვა

"განახლებადი ენერგიის რეგიონალურმა კომპანიამ" მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი მეშვილდიშვილი დააჯილდოვა
გააზიარეთ

შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალურმა კომპანიამ“ მსოფლიოჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის გიორგი მეშვილდიშვილი ფულადიპრიზით დააჯილდოვა. კომპანია ონის ჭიდაობის კლუბ „შოვის“ დამფუძნებელიდა მთავარი სპონსორია და ადგილობრივი ბავშვებისა და ახალგაზრდებისსპორტულ განვითარებას უჭერს მხარს.

დაჯილდოება ქალაქ ონში, თავისუფალ ჭიდაობაში ალექსანდრე (შურა) მაისურაძისა და გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისოტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა.

გიორგი მეშვილდიშვილმა ასტანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე,125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენიპარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიოსვიცე-ჩემპიონიცაა.

ღონისძიებაზე ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი პრიზით დააჯილდოვამირიან მაისურაძე, რომელმაც ასტანის მსოფლიო ჩემპიონატზე,92 კილოგრამწონით კატეგორიაში, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომპანიისთვის წარმატებული სპორტსმენების წახალისება და ახალგაზრდათაობის მხარდაჭერა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულიმიმართულებებია. კლუბ „შოვის“ მხარდაჭერით კომპანია ხელს უწყობსადგილობრივ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჭიდაობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტული შესაძლებლობებისგანვითარებას.

„სორგითი 1“ და „სორგითი 2“ პროექტების განმახორციელებელი კომპანიისმიზანია, ხეობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს და ადგილობრივიახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას შეუწყოს ხელი. სპორტისმხარდაჭერა ამ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

#სპორტის განვითარება და ახალგაზრდების მხარდაჭერა