ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ:
შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია“ (Regional Renewable Energy Company – RREC) არის ქართული ენერგეტიკული კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და განხორციელება საქართველოში.
დღეს კომპანიის მთავარი პროექტებია „სორგითი 1“ და „სორგითი 2“ ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯეჯორაზე ხორციელდება. ჰესების დადგმული სიმძლავრე, შესაბამისად, 15.23 მგვტ და 15.56 მგვტ იქნება.
კომპანიის პარტნიორები არიან სს „რაჭა გრინ ენერჯი“ - 90%-იანი წილით და საქართველოს მოქალაქე მაკა საბანაძე - 10%-იანი წილით.
სს „რაჭა გრინ ენერჯის“ დამფუძნებელია საქართველოს მოქალაქე - დავით უგრელიძე.
გამოცდილება:
კომპანიის პარტნიორებსა და გუნდს ენერგეტიკის სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკული პროექტების განვითარებისა და განხორციელების გამოცდილება აქვთ.
მათ შორის, რაჭაში განხორციელებულია „ჩორდულა ჰესის“ პროექტი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) მხარდაჭერითა და პარტნიორობით. ეს გამოცდილება საფუძვლად უდევს „სორგითი 1“ და „სორგითი 2“ პროექტების განვითარებას.
პასუხისმგებლიანი განვითარება:
„სორგითი 1“ და „სორგითი 2“ პროექტებმა გაიარეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურები, რომელთა ფარგლებში შეფასდა პროექტების შესაძლო ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და განისაზღვრა შესაბამისი შემარბილებელი და მონიტორინგის ღონისძიებები.
პროექტებს მიღებული აქვთ შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები. მათი განხორციელება მიმდინარეობს კანონმდებლობითა და შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით.
ჩვენთვის ენერგეტიკული პროექტის წარმატება მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებით არ განისაზღვრება. ჩვენი მიდგომა ეფუძნება გარემოსადმი პასუხისმგებლობას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაციას და იმ რეგიონის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას, სადაც პროექტს ვახორციელებთ.
ჩვენი მიზანი:
ჩვენი მიზანია საქართველოს განახლებადი ენერგორესურსების ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოების ზრდა და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანა.
ამასთანავე, ჩვენი პროექტები მიმართულია რაჭის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ ადგილობრივი დასაქმების, მუნიციპალიტეტის შემოსავლების ზრდისა და ადგილობრივ თემებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გზით.
განახლებადი ენერგია - პასუხისმგებლობით გარემოს, რეგიონისა და მომავლის მიმართ.